logo
ENG


ფიშერი ოცნებაზე: მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც EU-ში წევრობისთვისაა საჭირო
პიტერ ფიშერი
10 მაი, 2024 21:56
ფიშერი ოცნებაზე: მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც EU-ში წევრობისთვისაა საჭირო
  • 440ნახვები

კითხვები ჩნდება იმაზე, თუ რა სურს საქართველოს მთავრობას, რადგან მათი ქმედებები არ ეპასუხება იმ მოთხოვნებს, რაც [EU-ში] წევრობისთვისაა საჭირო. წევრობა გულისხმობს გადმოინერგოს ევროპული სამართლებრივი ნორმებისა და სტანდარტების მთელი წყობა. თუკი, იმ კანონების მიღება მოხდება, რაც ამ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაშინ ჩვენ უკვე პრობლემას ვაწყდებით. ეს წევრობას ართულებს, ჩვენ კი ამ გზას რეალურად ვადგავართ და აქტიურად ველაპარაკებით ქართულ მთავრობას.

სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ამ დრომდე ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ 9 პუნქტთან დაკავშირებით. ახლა მაისია და პროგრესი თითქმის შეუმჩნეველია. საქართველო ერთ-ერთია 10 კანდიდატ ქვეყანას შორის, 9 დანარჩენი ქვეყანა კი უფრო მეტ ძალისხმევას იჩენს წევრობისთვის. არ მინდა, იმედი დავკარგო, მაგრამ თუკი ფხიზლად შევაფასებთ, ამ 9 პუნქტზე პროგრესი ძალიან მცირეა.

განაცხადა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა Movement-თან.



ასევე ნახეთ
close დახურვა