logo
ENG


კაკაურიძე: გამჭვირვალობაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ - შეიძლება მსჯელობა შეუთანხმებელ თემებზე
  • 194ნახვები

კანონი ძალაში შევა, როგორი შევა, მთავარი არის ეს. ამ ფორმით შესვლას ეწინააღმდეგება ძალიან ბევრი დასავლური ორგანიზაცია, მათ შორის, ქვეყნები, ამიტომ საუბარი იყო როგორც პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ასევე პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დიალოგით შესაძლებელია ის პრობლემური საკითხები, რომლებიც არის, შეიცვალოს. ის, რაც არის გარკვეული შეუთანხმებელი საკითხები, რომლის გასწორებაც შესაძლებელია, რომ... გამჭვირვალობის პრობლემა, მე მგონი, არავის არ უნდა ჰქონდეს.

გამჭვირვალობის დატოვების პირობებში სხვა პრობლემური საკითხები თუ არსებობს, ამაზე მსჯელობა უნდა იყოს და რა თქმა უნდა, მიზანშეწონილია შეიცვალოს. შესაძლებელია შეიცვალოს დასახელებები, ტერმინოლოგია და ბევრი ის თემა, რომელიც შეუთანხმებელია გარკვეულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ა.შ. გამჭვირვალობაზე პრობლემა, მე მგონი, არავის უნდა ჰქონდეს.

ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე რუსულ კანონზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა