წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია - ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვაპირებთ ოცნების დღის წესრიგით სიარულს. ასევე ჩვენ არ ვაპირეთ მათი ძალადობრივი გეგმებით სიარულს. ჩვენ ვართ არაძალადობრივი, მტკიცე წინააღმდეგობის მოძრაობა. ჩვენ დღეს მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, რუსთაველზე მდგომ ხალხს, თსუ-სთან ვჩერდებით, დღეს გავათევთ ღამეს, 24-საათი აქ ვიქნებით, გაგაცნობთ ყველა შემდგომ გეგმას. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ახალი და სამართლიანი არჩევნები. არჩევნები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს. ყველაფერი უზრუნველყოფილია. ჩვენ ახლა აქ მოვაწყობთ ყველაფერს, ეს ქაოტური პროცესი არ არის. ეს დაგეგმილი პროცესია, რომელსაც ელემენტარული შემართება სჭირდება და რომელიც ყველა თქვენგანს ყველაზე მეტად გაქვთ, ვიდრე ნებისმიერ პოლიტიკოსს და პარტიას. მთავარი მამოძრავებელი ძალა თქვენ ხართ.
განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე.