logo
ENG


იუკნევიჩიენე: არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული, ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას
  • 244ნახვები

კორუმპირებული, ოლიგარქიული ძალები კრემლის დახმარებით ცდილობენ მოიპოვონ ძალაუფლება ყველგან, საქართველო გამონაკლისი არ არის. არჩევნები საქართველოში არ იყო დემოკრატიული. ჩვენ ვერ ვაღიარებთ მას. ქართულ ოცნებას არ მოუგია. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ მათ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიებისკენ. საქართველოს კანდიდატის სტატუსი გაყინულია. ეს ასე დარჩება. ჩვენ უნდა გადავაფასოთ იმსახურებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. ასევე უნდა ვიმსჯელოთ სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის დახმარებაზეც.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა