logo
ENG


კოპრა აქციის მონაწილეებს: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა - გწამდეთ თავისუფლების
იუკა კოპრა
11 ნოე, 2024 21:20
კოპრა აქციის მონაწილეებს: არ დანებდეთ! თქვენ ხართ ევროპა - გწამდეთ თავისუფლების
  • 202ნახვები

თბილისში პირველად 1978 წელს ვიყავი, პატარა ბავშვი ვიყავი, ჯერ კიდევ საბჭოთა წყობილების დროს. როცა ჩამოვედი თბილისში ოჯახთან ერთად მიდიოდა დემონსტრაციები რუსთაველის გამზირზე, ადამიანები გამოდიოდნენ საბჭოთა ენის კანონის წინააღმდეგ და 1978 წელს საქართველოს მოსახლეობამ შეძლო, აიძულა საბჭოთა მთავრობა, გაეუქმებინა ენის კანონი., თქვენ, ქართველებს, კარგი ისტორია გაქვთ დემონსტრაციების.

თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ ის, რომ დემოკრატია წინ წამოწიოთ. ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ მხარი დაგიჭიროთ დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე და ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ ევროპა, ჩვენ ვართ ევროპა და ჩვენ ყველანი ვართ ევროპა, ისევ და ისევ - არ დანებდეთ ამ გზაზე. გჯეროდეთ საკუთარი თავის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გწამდეთ თავისუფლების, თავისუფლება გაიმარჯვებს
და დემოკრატია დაისადგურებს საქართველოში.

ასე მიმართა  ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ იუკა კოპრამ რუსთაველზე აქციის მონაწილეებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა