საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ აქაც, პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი რაც დარჩა ქვეყანაში - აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ და იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება ხვალ საზოგადოება ერთის მხრივ და პოლიტიკური პარტიები და ერთად ვმართავთ იმ პოლიტიკურ პროცესის ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, ქუჩაში და ამრთავთ ყველგან სადაც ხართ...
ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით, ახალი საქართველო, რომელიც დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, რომელსაც არავის არ დავუთმობთ. ხვალ კიდევ შევხვდებით. ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომელიც მე მოვიწვიე და რომელთანაც ერთად ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები, რადგან ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი.
განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი.