logo
ENG


გახარია: პრეზიდენტს ლეგიტიმაციას შენობა არ აძლევს, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა
  • 216ნახვები

პრეზიდენტს ლეგიტიმაციას არ აძლევს ატრიბუტიკა, მით უმეტეს, შენობა, ლეგიტიმაციის წყარო ხალხის ნდობაა.

პროტესტის დაყვანა შენობიდან გამოსვლა-დარჩენამდე და რეზიდენციის ფიზიკურად დაცვის იდეა, აუფასურებს პროტესტს.

ხალხი რუსთაველზე ბევრად უფრო დიდ და მნიშვნელოვან ღირებულებებს იცავს, სწორედ ამიტომ არის პროტესტი წარმატებული.

უნდა გავუფრთხილდეთ ხალხს! გამარჯვების რწმენას! ერთობას პროტესტის მიზნებისა და ფასეულობების ირგვლივ! მხოლოდ ასე გახდება პროტესტი ჭეშმარიტად ყოვლისმომცველი.

1. უპირობოდ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ყველა პოლიტიკური მძევალი;

2. დროულად გამოაცხადეთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი! 

წერს სოციალურ ქსელში გახარია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა