logo
ENG


მაკრონი: გავიმეორებ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული გზის, დემოკრატიის დამცველების მიმართ
  • 349ნახვები

რუსეთი აძლიერებს, როგორც ჩვენ ვხედავთ, თავის ინფორმაციულ შეტევებსა და გავლენებს არჩევნებში ფაქტობრივად მთელი ევროპის მასშტაბით. მოლდოვა დაზარალდა ამ შეტევების გამო, და მივესალმები მაია სანდუს ხელახალ არჩევას. [...] საქართველო გახდა მკაფიო თავდასხმის, მანიპულაციების მსხვერპლი. მე მინდა, გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არსებითად ევროპული გზის ღალატის მიმართ, რაც არჩევნების შემდეგ მაშინვე მოხდა და ფუნდამენტურად, სრულად ეწინააღმდეგება იმას, რაც უთხრეს ამომრჩევლებს კამპანიის დროს.

განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პოლონეთში ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე



ასევე ნახეთ
close დახურვა