logo
ENG


კობახიძე: კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში
  • 318ნახვები

კარლს ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშნონ საქართველოში, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებსა და ცეკას მდივნებს. წავიდა ეს დრო. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული ქალაქიდან.

თქვა დე ფაქტო პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პროპაგანდისტული იმედის ეთერში, სადაც შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს. 

კარლ ბილდტმა X-ზე დაწერა, რომ 29 დეკემბრის შემდეგ "ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის მიიჩნევენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად". 



ასევე ნახეთ
close დახურვა