აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა.
ევროპულ საბჭოს დრო ეწურება! ჩვენ არ შეგვიძლია ქართველ ხალხს იმედი გავუცრუოთ ევროკავშირის მომავლისა და სამართლიანი განმეორებითი არჩევნებისკენ სწრაფვაში.
ივანიშვილისა და მისი ახლობლების წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია დაგვიანებულია.
წერს ევროპარლამენტარი, თიის როიტენი X-ზე.
***
ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.
როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.