logo
ENG


ბერბოკი: ქართული ოცნების პასუხისმგებელ პირებს ევალებათ, ხალხის ევროპული ოცნებები რეალობად
  • 212ნახვები

გალუმპული ახალგაზრდები ევროპის დროშებით წყლის ჭავლის წინ დგანან. ბებიები უძლებენ ყინვასა და ძალოვნების ხელკეტებს. თბილისის ქუჩებში მოცეკვავე ადამიანები ქართული და ევროპული დროშებით არიან გახვეულები. რამდენიმე კვირის განმავლობაში ათობით ათასი ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციას თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ ევროპულ გზაზე სვლა გააგრძელოს. ისინი ევროპას საკუთარ გულებში ატარებენ, პროტესტი მათი ხმაა. მაგრამ მმართველი პარტია ქართული ოცნების პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ.

2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუტის მინიჭება რეფორმების გატარების მკაფიო დაპირებებთან იყო დაკავშირებული. თუმცა თავისია ანტიევროპული სვლით, LGBTQI უფლებების უგულებელყოფით, ე.წ. გამჭვირვალობის კანონითა და ბევრი სხვა რამით, ქართულმა ოცნებამ მიზანმიმართულად შეაჩერა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

შედეგად, ჩვენ შევამცირეთ ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები შევაჩერეთ. ქართული ოცნების მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ჩვენ ევროკავშირშიც ახლა უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.

ქართული ოცნების პასუხისმგებელ პირებს ევალებათ, ხალხის ევროპული ოცნებები რეალობად აქციონ და ყველაფერი გააკეთონ ნდობის აღსადგენად და ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად, მაგრამ, პირველ რიგში, ყველა ქართველის უკეთესი მომავლისთვის.

წერს სოციალურ ქსელში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი და თბილისის აქციებიდან ფოტოებს აქვეყნებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა