logo
ENG


ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ: პუტინი და მე შევხვდებით შეთანხმებულ ადგილზე - ბუდაპეშტში
  • 284ნახვები

მე ახლახან დავასრულე სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, და ის ძალიან ნაყოფიერი იყო. პრეზიდენტმა პუტინმა მომილოცა მე და ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი მშვიდობის მიღწევა. ის, რაც, მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში იყო ნატვრა.
მე ნამდვილად მჯერა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიღწეული წარმატება დაგვეხმარება მოლაპარაკებებში, რათა დასრულდეს ომი რუსეთსა და უკრაინას შორის. პრეზიდენტმა პუტინმა მადლობა გადაუხადა პირველი ლედის, მელანია ტრამპს, ბავშვებთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართულობისთვის. იგი ძალიან მადლიერი იყო და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ჩვენ ასევე დიდი დრო დავუთმეთ რუსეთისა და შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობებზე საუბარს, მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომი დასრულდება. საუბრის დასრულებისას შევთანხმდით, რომ მომავალ კვირას ჩატარდება ჩვენი მაღალი რანგის მრჩეველთა შეხვედრა. შეერთებული შტატების პირველ შეხვედრებს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სხვა დანიშნულ პირებთან ერთად. შეხვედრის ადგილი მოგვიანებით განისაზღვრება. შემდეგ პრეზიდენტი პუტინი და მე შევხვდებით შეთანხმებულ ადგილზე, ბუდაპეშტში, უნგრეთში, რათა ვნახოთ, თუ შევძლებთ რუსეთსა და უკრაინას შორის ამ „სამარცხვინო" ომის დასრულებას. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა მექნება ხვალ, ოვალურ კაბინეტში, სადაც განვიხილავთ ჩემს საუბარს პრეზიდენტ პუტინთან და სხვა მრავალ საკითხს. მჯერა, რომ დღევანდელმა სატელეფონო საუბარმა დიდი პროგრესი მოიტანა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.



ასევე ნახეთ
close დახურვა