logo
ENG


კალაძე BBC-ზე: ყველა პირი, ვისზეც დადასტურდება, რომ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, დაისჯება
კახა კალაძე
07 დეკ, 2025 16:16
კალაძე BBC-ზე: ყველა პირი, ვისზეც დადასტურდება, რომ ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, დაისჯება
  • 212ნახვები

საბოლოო ჯამში აშკარაა, რომ საქართვლოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ძალადობის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სახელმწიფოებრიობის შერყევა, საზოგადოებაში გამოგონილი თემებით მღელვარების გამოწვევა და, საბოლოოდ, მორიგი დაპირისპირების გამოწვევით, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების ინტერესების დაცვაზე - არ დაუშვებს, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს და მათ ადგილობრივ მომსახურე პერსონალს მისცეს საშუალება, შეარყიონ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ქართველი ხალხის ინტერესი.

ამრიგად, რადგან ეგრეთ წოდებული „კამიტეს“ გამოყენების ვარაუდის ნაწილში გასარკვევი და გამოსაძიებელი უკვე არაფერია - მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან, კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი გამოძიების შედეგები, და აქვე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს, საგამოძიებო მოქმედებები სრულად ამოწურულია, ხოლო თემა დახურული.

რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს - კონკრეტული პირების მხრიდან უცხოური ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას - ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც შეიკრიბება მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა და დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის საერთაშორისო იმიჯს, რეპუტაციას და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ - იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ამბობს კახა კალაძე BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით.

 

BBC-იმ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.



ასევე ნახეთ
close დახურვა