„ქართულმა ოცნებამ“ კვლავ შეუტია საქართველოს დემოკრატიას.
მათ დაიწყეს მედიის თავისუფლების შეზღუდვით, შემდეგ აკრძალეს ოპოზიციური პარტიები და ახლა ართმევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას, რათა განამტკიცონ თავიანთი მმართველობა.
დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ.
ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილებით, საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები, ადგილობრივი თვითმმართველობის მსგავსად, საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე შეძლებენ.