logo
ENG


ვოლსკი: იქნებ, სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა, თავისი ქვეყანა გააუქმა
გია ვოლსკი
27 იან, 2026 17:37
ვოლსკი: იქნებ, სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა, თავისი ქვეყანა გააუქმა
  • 296ნახვები

ომის შიში ციდან ჩამოტანილი თემა არ არის. სანდუც და ყველა მისნაირი მხარს უჭერდა, რომ საქართველოში პროცესები განვითარებულიყო და სისხლი ისე დაღვრილიყო, როგორც უკრაინაში. იქნებ, სანდუს ცოტა მაინც ამოესუნთქა. თავისი ქვეყანა გააუქმა. აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს. საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება როცა ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა ველოდოთ, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის, მით უმეტეს, ანალიზზე დაყრდნობით იტყვის რამეს. კანდიდატ ქვეყნებს შორის მოლდოვა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა და რა დახმარება უშველის, არ ვიცი. სანდუს საკუთარ ქვეყანაში არც მხარდაჭერა აქვს, უმძიმეს მდგომარეობაში არიან პოლიტიკურად. კორუფცია ჭამს ქვეყანას, რომელიც წარმოუდგენელი მასშტაბებითაა. სიღატაკის ის დონე, რომელიც მოლდოვაშია, არანაირ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რომ ოდესმე, მისი რაიმე პოზიცია და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. აქედან გამომდინარე, იცლის და ჩვენთან დაკავშირებით უტიფარ განცხადებას აკეთებს.რუსეთის ფედერაცია ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას ახდენს და საკმაოდ საფრთხის შემცველია რეალურად გინდ სამხედრო, გინდ ეკონომიკური თვალსაზრისით. მან ეს ძალიან კარგად იცის. არ ვფიქრობ, რომ რაიმე ფასი აქვს მის განცხადებას. სულ რომ პოზიტიური განცხადებაც გააკეთოს, იმასაც ფასი არ აქვს, რადგან საკუთარი ქვეყანა არ წარმოუდგენია როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. არ შეიძლება, მისი არც დადებითი და არც უარყოფითი განცხადება სერიოზულად იყოს აღქმული.

განაცხადა "ოცნების" პარლამენტის წევრმა, გია ვოლსკიმ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებასთან დაკავშირებით. 



ასევე ნახეთ
close დახურვა