ჩვენი პოზიცია გრენლანდიასთან დაკავშირებით ძალიან ნათელია - ის დანიის სამეფოს ნაწილია და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მთელი NATO-სთვის მნიშვნელოვანია და მოკავშირეებმა ერთად მეტი უნდა გააკეთონ, რათა არქტიკის სხვადასხვა ნაწილში რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს გაუმკლავდნენ. მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება NATO-ს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების დაცვისთვის სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ამ საკითხს პირდაპირ აშშ-ის ადმინისტრაციასთან განვიხილავთ.
წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 1-ელი თებერვლიდან 20%-იანი ტარიფები დაუწესდებათ იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემის საკითხში მას ეწინააღმდეგება.