საქართველო დღეს ფაშისტური რუსეთის მოკავშირეა. ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, პუტინის მორჩილი იარაღია. ის პუტინის ოლიგარქია, რომელიც პუტინისა და გაზპრომის ფულით მოვიდა ხელისუფლებაში, მის ირგვლივაც რუსული აგენტურაა თავმოყრილი. ძალიან არ მსიამოვნებს იმის თქმა, რომ მის წრეში აღმოჩნდა კახა კალაძეც, შესანიშნავი ფეხბურთელი. კიევის დინამოში, მოგვიანებით მილანში ის ანდრეი შევჩენკოს გვერდით თამაშობდა. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ უკრაინა და კიევი უყვარდა, დღეს ასე საზიზღრად ექცევა უკრაინას.
თქვა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ფორმულას გადაცემა გეოპოლიტიკაში.