logo
ENG


გვარამია: უვიზო მიმოსვლის საკითხს დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ
  • 119ნახვები

როგორც ადრე დავწერე, ევროკავშირმა დაიწყო უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანების პროცედურა და სომხეთთან ძალიან სწრაფი დაახლოვება, მათ შორის, ერევანი 50 მილიონ ევროს მიიღებს წელსვე.

ამასობაში, საქართველოს უვიზო მიმოსვლის საკითხს ბრიუსელში 11 ივნისს განიხილავენ და საკმაოდ დიდი ალბათობით, დეკემბერ-იანვარში ჩამოგვართმევენ.

და კიდევ ამასობაში, ერთი პარტია პარლამენტში დაბრუნებას ჩალიჩობს და იგონებს, რომ "ამერიკელებმა ასე გვითხრეს". მეორე - "რევოლუცია დღეს" მოწოდებებით განთქმული - რევოლუცია კი არა, რიგგარეშე არჩევნების მოპოვებისაც არ სჯერა, 2028 წლის არჩევნების ღია მზადებას აცხადებს და წინასაარჩევნო კამპანიის სახით ყველა პარტნიორის გინებას და გაურკვეველ "გამიჯვნას" ირჩევს.

იმედია, დანარჩენებს ჭკუაც გვეყოფა, გამძლეობაც, საღი აზრიც და ენერგიაც.

წერს "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა