ვულოცავთ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთში არჩევნებში მიღწეულ წარმატებას.
რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი იძულებისა და ჩარევის ფონზე, ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს სომხების არჩევანს ძლიერი, სუვერენული და დამოუკიდებელი სომხეთის სასარგებლოდ.
მალე ვეწვევი სომხეთს - ევროპის სოლიდარობა სომხეთის მიმართ მტკიცეა.
დღეს ასევე დავიწყებთ მუშაობას ახალ ევროკავშირი–სომხეთის სამუშაო ჯგუფში, რათა გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა.
ევრიკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევისა, სომხეთში ხალხმა ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.