ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში და რა თქმა უნდა ვიბრძოლებ ბოლომდე! საქართველო გაიმარჯვებს!
წერს ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
გუშინ, 17 ივნისს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა 11 ივნისს „ფორმულას“ უთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.