logo
ENG


ბოჭორიშვილი: ახალი არაფერია, წლებია ვაფიქსირებთ, რომ ღია ვართ EU-სთან დიალოგისთვის
  • 134ნახვები

აქ ახალი არაფერი არ არის. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, საქართველო არ არის ის მხარე, რომელმაც შეაჩერა ან შეწყვიტა დიალოგი. შესაბამისად, არც ჩვენი მხრიდან არც მზაობა აკლდა დიალოგს და არც სურვილი. ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ჩვენ არ თქვენთან საუბარი და შევწყვეტთ ევროკავშირთან დიალოგს. პირიქით, პოლიტიკური გზავნილი მუდმივად იყო, რომ თქვენ რაც არ უნდა გააკეთოთ, როგორ ცუდადაც არ უნდა მოიქცეთ, ჩვენ ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, ამაზე მეტი ღიაობის გზავნილი რა შეიძლება ყოფილიყო ქართული მხრიდან.

ასეთი იყო გზავნილი მაშინაც, როცა კონკრეტული ქვეყნები უსამართლო სანქციებს აწესებდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მაშინ არ გამოგვიხატავს რადიკალური პოზიციები და მით უმეტეს, ბრიუსელთან. ჩვენ არასდროს გვითქვამს, [ბრიუსელისთვის], რომ არ დაველაპარაკებით, შევწყვეტთ დიალოგს, პირიქით. [...] უბრალოდ ბოლო პერიოდში რადგან სავიზო საკითხებზე შედგა დიალოგი, გარკვეული საუბრებიც გააქტიურდა ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ მოგვიწია სხვადასხვა ადამიანებს, სხვადასხვა ფორმატებში დაგვეფიქსირებინა ის, რასაც წლებია ვაფიქსირებთ, რომ ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის

თქვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა სანქცირებული, პროპაგანდისტული TV იმედის ეთერში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა