logo
ENG


კობახიძე: ტაჯიკეთში, ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას
  • 127ნახვები

სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომლებიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპეტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე, თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში. ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის.

თქვა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ.



ასევე ნახეთ
close დახურვა