logo
ENG


ტრამპი: ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი
  • 91ნახვები

რადიკალური მემარცხენეები და დემოკრატები აცნობიერებენ, რამდენად წარმატებულად წარვმართეთ ომი ირანის წინააღმდეგ, რის შედეგადაც [ირანი] სამხედრო თვალსაზრისით სრულად დამარცხდა.

ობამა მხოლოდ მილიარდობით დოლარს აძლევდა მათ ნაღდი ფულის სახით და არასოდეს გამოიყენა ჩვენი მაშინ უკვე დასუსტებული სამხედრო ძალა იმისთვის, რაც უნდა გაკეთებულიყო, მსოფლიოს ტერორიზმის პირველი სპონსორის, ირანის, გასაკონტროლებლად. მათ მის მიმართ არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მათ მიაჩნდათ, რომ ის, ისევე როგორც მძინარა ჯო ბაიდენი, სუსტი და არაეფექტიანი ლიდერი იყო და ამაში სრულად მართლები იყვნენ.

ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამერიკა დაბრუნდა.

წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა