logo
ENG


ტრამპი: რაც აშშ-მა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მელონს კვლავ სურს მეგობრობა
  • 89ნახვები

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი იტალიაში პოპულარობის თვალსაზრისით ცუდ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმიტომ, რომ მხარი არ დაუჭირა აშშ-ს, ქვეყანას, რომელსაც ძალიან უყვარს და იცავს იტალიას. მაგალითად მაშინ, როდესაც საქმე ირანისთვის ბირთვული იარაღის მოპოვების ან განვითარების აღკვეთას ეხებოდა მან იტალიის ასაფრენ-დასაფრენი ზოლების გამოყენების უფლებაც კი არ მოგვცა, რაც ლოგისტიკური თვალსაზრისით სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენდა. ეს მაშინ, როდესაც აშშ ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს იტალიისა და სხვა ე.წ ნატოს მოკავშირეების დასაცავად. ახლა კი, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანი სამხედრო თვალსაზრისით დაამარცხა, მას კვლავ სურს მეგობრობა, საკუთარი რეიტინგების გასაუმჯობესებლად. არა, გმადლობთ.

წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა