logo
ENG


კობახიძე: ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის ბუნებრივი ხიდი საქართველოზე გადის
  • 88ნახვები

ახლო აღმოსავლეთში არის პრობლემური ვითარება და რჩება ერთადერთი ბუნებრივი ხიდი ევროკავშირსა და აღმოსავლეთს შორის, ეს არის სამხრეთ კავკასიის ხიდი, რომელიც საქართველოს გარეშე ვერ იფუნქციონირებს. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ევროკავშირიდან აცხადებდა, რომ თურმე საქართველოს გარეშე შეიძლება, აღარ შევალ აქ დეტალებში, არასერიოზულია, მინიმუმ რუკა უნდა გქონდეს ნანახი და გეოგრაფიაში უნდა ერკვეოდე იმისათვის, რომ ასეთი განცხადებები არ გააკეთო. ჩვენ ამიტომ გვაქვს ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროპის საზოგადოების მოსახლეობის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. აქ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი. წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე იქნებოდა ევროპული ბიუროკრატია კონცენტრირებული საქართველოსთან ურთიერთობების, მათ შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე. დანარჩენი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, როგორ გაგრძელდება პროცესები, დავიტოვოთ ოპტიმიზმი იმასთან დაკავშირებით, რომ აღდგება სრულფასოვნად ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

თქვა "ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა