NATO-მ სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლისა და შეტევის ინსტრუმენტად მარიონეტული რეჟიმები გამოიყენა. რუსეთმა ეს საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლა სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ასევე იმ დროებითი, როგორც აღმოჩნდა, დათბობის პერიოდში დასავლეთთან ურთიერთობებში. იმ დროს, ჩვენი ქვეყნის მიმართ პარტნიორობისკენ სწრაფვის შესახებ ლამაზი სიტყვების საფარქვეშ, NATO რეალურად ჩვენს საზღვრებს მაქსიმალურად მიუახლოვდა. ალიანსმა ტარანის (ზეწოლისა და წინსვლის იარაღის) სახით გამოიყენა მარიონეტული რეჟიმები. ასე იყო საქართველოს შემთხვევაში, ასე მოხდა უკრაინაშიც, რომელიც 2014 წელს რუსოფობიის კერად გადაიქცა. სამწუხაროდ, იგივე ახლა ხდება მოლდოვაშიც და, სამწუხაროდ, სომხეთშიც.
თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პეტერბურგის საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე.