რაც შეეხება ჩემში ინვესტიციას, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ჩემში ინვესტიციის ჩადება დაწყებული აქვს 2014 წლის დეკემბრიდან. მას შემდეგ მას ეს არ უნანია, განსხვავებით თქვენი თავმჯდომარისგან, რომელიც მელიას გამო გადადგა თანამდებობიდან და ყველაზე კრიტიკულ მომენტში უღალატა საკუთარ გუნდს და იმ პრინციპებს, რომლითაც შემოვიდა პოლიტიკაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მას შემდეგ ყოველ ჯერზე ვიყავი საარჩევნო შტაბის უფროსი და ყოველ ჯერზე დაგამარცხეთ არჩევნებში და თქვენი საარჩევნო შედეგი 2024-დან 2025 წლამდე განახევრდა. ამ თქვენი აგენტურული და მოღალატეობრივი საქმიანობით მოახერხეთ და ერთ წელიწადში 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის ოქტომბრამდე გაანახევრეთ საკუთარი ამომრჩეველი.. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი შედეგი, თქვენ გაინახევრეთ.
უთხრა "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ " გახარია-საქართველოსთვის" პარტიის წევრებს.