ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა - კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი არის კონტროლირებადი და მართვადი. შემთხვევების ამ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება და გაუმკლავდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევები იყოს ასეულობით. ამისთვის ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ყველამ ვატაროთ პირბადე, სადაც ეს აუცილებელია: ეს გახლავთ დახურული შენობები, ტრანსპორტი, საქალაქო ტრანსპორტი - მეტრო თუ ტაქსი. დამტკიცებულია, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება ინფექციის გავრცელების. ასევე, ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით.
გამყრელიძე: დამტკიცებულია - პირბადე ვირუსისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა
08 სექ 202018:19
3 წუთის საკითხავი