logo
ENG


ღამბაშიძე ოცნებაზე: მათი გეგმაა ვიყოთ არაფერი, იდეებისგან დაცლილი სახელმწიფო გვაქვს
  • 460ნახვები

ვარდების რევოლუციის დროს ზუსტად ვიცოდით, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა თქვა, რომ კორუფცია, ძალადობა, სახელმწიფოს არარსებობა იყო ცუდი და გვჭირდებოდა ბევრად უფრო დიდი სვლა დასავლეთთან ურთიერთობაში. ვარდების რევოლუციის დროს, ის გუნდი, რომელიც მოვიდა, ამ დაპირებით მოვიდა. 2012 წელს ძალაუფლების გადაბარება რომ მოხდა, ესეც ვარდების რევოლუციის კულტურის დანერგვის ეფექტი იყო. მთავრობამ, რომელიც ამ ღირებულების მატარებელი იყო არ გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი ავტორიტარი მმართველი გააკეთებდა. დაკვეთის თვალსაზრისით, 2012 წელს ძალადობა იყო ერთ-ერთი მთავარი სიტყვა, რომლის წინააღმდეგაც ამომრჩეველმა მისცა ხმა ქართულ ოცნებას. თუმცა, არავის უთქვამს, რომ ვარდების რევოლუციის მონაპოვარი უნდა გამქრალიყო ამ ძალადობასთან ერთად. დაკვეთა იყო, რომ ეს ინერცია უნდა გაგვერძელებინა, მინუს ძალადობა. მთავრობის წევრები თავად ვარდების რევოლუციის დისკრედიტაციას ახდენენ. ეს ისტორიის არასწორი გაგებაა და ჩვენთვის დამაზიანებელია. ამ ფორმის სახელმწიფო ვარდების რევოლუციას უკავშირდება. გვაქვს უგეგმო სახელმწიფო, დაცლილი იდეიისგან. მათი გეგმაა ვიყოთ არაფერი

ამის შესახებ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ გადაცემაში პლატფორმა განაცხადა


ასევე ნახეთ
close დახურვა