logo
ENG


ივანე მაჭავარიანი: ვვარაუდობთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას
  • 412ნახვები

2021 წელს ჩვენ ვვარაუდობთ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, ძალიან დინამიურია დღეს ყველა მოვლენა ჩვენს ირგვლივ, თუნდაც რეგიონული კონფლიქტი. შეგახსენებთ, მაგალითად გაზაფხულზე, პრაქტიკულად ყოველდღიურად ცვლიდა მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი პროგნოზებს, იმდენად დინამიურად ვითარდებოდა მოვლენები. შესაბამისად, იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად და სწრაფად წავა აღდგენის პროცესი, ჩვენ შესაბამის ღონისძიებებს, იქნება ეს შეღავათი, დახმარება თუ კომპენსაცია, ამის მიხედვით გავატარებთ. იმედს ვიტოვებ, რომ მინიმალურად დაგვჭირდება შეღავათებზე და კომპენსაციებზე საუბარი და მაქსიმალურად ვილაპარაკებთ სტიმულზე.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.3 პროცენტი შეადგინა, პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი კი -5.6%-ია. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ვარდნა მიმდინარე წელს 6 პროცენტი იქნება. მიზეზად მსოფლიო ბანკი პანდემიის დასაწყისში მობილობის კლებას, საერთაშორისო ტურიზმზე დაწესებულ მკაცრ შეზღუდვებს და ასევე, სამუშაო ადგილების შემცირებას ასახელებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა