პირველი დღიდან ვამბობდით, რომ იქნება მეორე ტალღა და იქნება ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ამას მე ვამბობდი ყოველდღე. ეს იყო აბსოლუტურად გასაგები პირველი დღიდან. მეორე, ასეთი ზრდა, მოხდა იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენ ვნახეთ, ელემენტარულად, ჯანდაცვის სისტემა და საზოგადოება ბევრად უფრო მზად არის ვიდრე პირველი ეტაპის დროს - თქვენ ყველანი ხართ პირბადეებში, პირველი ტალღა როდესაც იყო, პირბადე იყო ჩვეულებრივი დეფიციტი, ადამიანებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეს პირბადე შეეძინათ და რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ მძიმე ლოქდაუნი უნდა გამოგვეცხადებინა, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა გადაგვერჩინა. ეს არ ხდებოდა მარტო საქართველოში, ეს ხდებოდა მსოფლიოში. პირბადე გლობალური დეფიციტი იყო. ისევე როგორც, ტესტირების საშუალება იყო უკიდურესად შეზღუდული, ისევე როგორც, სასუნთქი აპარატების რაოდენობა ქვეყანაში იყო უკიდურესად შეზღუდული, ისევე როგორც, სარეანიმაციო საწოლი ადგილები იყო უკიდურესად შეზღუდული. ეს ყველაფერი 6 თვის განმავლობაში შედარებით გამოსწორდა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ გავუნადგუროთ მომავალი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაზრდილი რაოდენობა ვმართოთ