logo
ENG


სესიაშვილი: დღეში 150-მდე დანაშაული ხდება, თუ მედია ყველას გააშუქებს, ხალხი ქუჩაში არ გავა
  • 735ნახვები

ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ... თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა

ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ბოლო პერიოდის განმავლობაში გახმაურებული კრიმინალური საქმეების შეფასებისას განაცხადა. ეს განცხადება მმართველი გუნდის წევრმა პალიტრანიუსის გადაცემაში გააკეთა.


ასევე ნახეთ
close დახურვა