logo
ENG


ნოდია ივანიშვილზე: მართლა სჯერა, რასაც "გლობალური ომის პარტიაზე" ლაპარაკობს, ბოდვაშია
გია ნოდია
30 აპრ, 2024 12:54
ნოდია ივანიშვილზე: მართლა სჯერა, რასაც "გლობალური ომის პარტიაზე" ლაპარაკობს, ბოდვაშია
  • 348ნახვები

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ დაადასტურა, რაზეც ეჭვი დიდი ხანია მქონდა - რომ ამ კაცს მართლა სჯერა იმისა, რასაც "გლობალური ომის პარტიაზე" ლაპარაკობს. ეს ადამიანი ბოდვაშია, მას რეალობაზე ადეკვატური წარმოდგენა არა აქვს.

ეს არაადეკვატურობა, პარანოიის და განდიდების მანიის ნიშნები გამოჩნდა მის პირველსავე წერილში, რითაც ის 2011 წლის 11 ოქტომბერს ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა. რეკომენდაციას გიწევთ, ის წერილი დღევანდელი თვალით გადაიკითხოთ.

არ უნდა შეგვეშალოს: ბიძინა ივანიშვილი შეიძლება გიჟი იყოს, მაგრამ ის სულელი არ არის. მისი სამყაროს ზოგადი სურათი არსებითად ბოდვითია, მაგრამ ის საკმარისად ეშმაკი და გამჭრიახია, რომ, სამყაროს ამ ხედვის ფარგლებში, თავისი კონკრეტული მიზნების მისაღწევად ეფექტიანი სტრატეგიები მოიფიქროს და დიდი მოთმინებით გაატაროს. მას ადამიანებით მანიპულაციის ბუნებრივი ნიჭი აქვს. ესეც კარგად დავინახეთ ამ თორმეტნახევარი წლის მანძილზე (2011-ის ოქტომბრიდან ვანგარიშობ).

ეს კომბინაცია მას ძალიან სახიფათო ადამიანად აქცევს. გავიმეორებ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან შედარებით მალე აქ დავწერე: ბიძინა ივანიშვილი უნდა განვიხილოთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე განსაცდელი თუ გამოცდა, რაც ღმერთმა საქართველოს მოუვლინა. შეგიძლიათ ეს რელიგიურად გაიგოთ თუ სეკულარულად: რეალობა ორივე შემთხვევაში ერთია.

პოლიტოლოგი გია ნოდია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

ივანიშვილმა მმართველი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა. ამასთან, მან თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს". 



ასევე ნახეთ
close დახურვა