ივანიშვილმა კიდევ ერთხელ და ამჯერად საჯაროდ დაადასტურა, რომ ის არის ანტიეროვნული, ანტიევროპული და ანტიამერიკული პოლიტიკის შემოქმედი საქართველოში. კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს დღეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი.
შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა მდგომარეობს იმაში, რომ არჩევნებზე ოცნება ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდეს ხელისუფლებას, სხვა შემთხვევაში, ეს ადამიანი და მისი ყურმოჭრილი მსახურები გადაჩეხავენ ქვეყანას იმ უფსკრულში, რომელსაც რუსეთი ჰქვია. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ჩვენი ქვეყნის რუსეთის მიერ ხელახალი ოკუპაციის საფრთხის წინაშე და უნდა გავაძლიეროთ ბრძოლა საქართველოს მომავლის გადასარჩენად!
პარტია ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.