იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული სწორედ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში, ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება, ისევე, როგორც ინფიცირებულების რაოდენობაც იზრდება. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის მქონე ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მასობრივ განვითარებასთან. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სტრატეგიაა ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების და ამ სტრატეგიას მივყვებით, ვაგრძელებთ.