logo
ENG


კახიანი: 70 000 ბიულეტენი გაბათილდა, არჩევნები გაყალბდაო, ეს 3,4%-ია და ყოველთვის ხდება
  • 958ნახვები

ბათილ ბიულეტენებზე საუბრობდნენ, რომ 70 000 ბიულეტენი გაბათილდა და ამით არჩევნები გაყალბდაო. 70 000 ბიულეტენი 3,4%-ია, რაც ყველა არჩევნებზე ხდება. ადამიანი, რომელიც მივა არჩევნებზე და ყველას გადახაზავს, ეს ნიშნავს, რომ ბიულეტენი გაბათილდება. ყოველ 100 ადამიანში, რომ ესე სამმა იმოქმედოს, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია? ოპოზიცია ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გიორგი კახიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა