logo
ENG


ბოკერია: ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას წასვლის გადაწყვეტილება არ მიეღო
გიგა ბოკერია
28 დეკ, 2020 16:44
ბოკერია: ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას წასვლის გადაწყვეტილება არ მიეღო
  • 1031ნახვები

მე ვისურვებდი, რომ ელენე ხოშტარიას ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, არ დავმალავ, არა მარტო პერსონალური ურთიერთობების გამო, არამედ პოლიტიკურადაც. გარდა პერსონალური ურთიერთობებისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც ამ გადაწყვეტილების შემდეგაც ალბათ ევროპულ საქართველოსთან ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება და ამიტომ მას ვუსურვებ წარმატებებს. ღირებულებები და ამოცანები საერთო გვაქვს.

ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიიდან ელენე ხოშტარიას წასვლას.

ხოშტარიამ პარტიის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი პლატფორმის შექმნას აპირებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა