გუშინწინ უწმინდესთან მივდიოდი, გავიარე რუსთაველზე. თბილისი თბილისს აღარ ჰგავს რა, იმდენი კარავი რა არის ხო?! რომელ წლებში ვართ ჩარჩენილი? რას ვაკეთებთ? ხალხიც არ არის და სამწუხაროდ, ცუდი სუნი იდგა. ეტყობა იქვე ისაქმებენ რომ მიდიან და იქ არიან. ძალიან ცუდი სუნი იდგა და ჩემთვის ეს იყო საშინელება.
განაცხადა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას. აქტივისტები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის მიმდებარედ გაშლილი ე.წ. კარვების ქალაქით 2020 წლის გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ. ისინი ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.