logo
ENG


ლანდსბერგისი: თუ კავკასიაში დასაბრუნებელ გზას ვერ ვიპოვით, იქ შეიძლება, ადგილი აღარ იყოს
  • 1092ნახვები

სამხრეთ კავკავსიის სამი ქვეყანა, განსხვავებული პრობლემებით, ერთი მსგავსი ფენომენით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა იზრდება. 

სომხეთში რუსი ჯარისკაცები დგანან აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიისგან დასაცავად. საფრთხე რეალურია თუ არა, გაურკვეველია, თუმცა რუსეთს "ნებაყოფლობით" შეჰყავს ქვეყანაში დამატებითი ძალა. ეს საშინელებაა, რადგან ეს მახსენებს 1940 წელს ლიეტუვაში.

44-დღიანი ომის შემდეგ აზერბაიჯანს საკუთარ ტერიტორიაზე "სამშვიდობოები" ჰყავს. [...] დასავლეთის ყურადღება არ არის საკმარისი და რუსეთის გავლენა სულ უფრო იზრდება.

ჩვენთვის საქართველოს გამოწვევები უფრო ცნობილია. 2008 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთია გამაგრებული - არიან ახალი ჯარისკაცები და აშენებენ ბაზებს.

მთელი რეგიონის დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ რუსეთი ყველგან "კალინინგრადს" ქმნის, მკაცრად გასამხედროებულ ტერიტორიებს, რომელთა დახმარებითაც შემდგომ შეიძლება საფრთხე შექმნას ან მუდმივი პოლიტიკური გამოწვევები.

სამივე ქვეყნის ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უკან დახევა, ევროკავშირის სიფრთხილე და რეგიონში მზარდი რუსული სამხედრო ძალა რუკის ახალი გადანაწილების საფრთხეს ქმნის. ამიტომ სჭირდება სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას მეტი ევროპა. ჰუმანიტარული დახმარება, რეფორმების გატარებაში ხელშეწყობა, არჩევნების მონიტორინგი, შუამავლობა, როგორც ეს საქართველოში მოხდა. ევროპა არის რბილი ძილი და სწორედ ეს სჭირდება სამხრეთ კავკასიას. ამერიკამ განაცხადა, რომ ის დაბრუნდა. ევროპა უნდა დაბრუნდეს იქ, სადაც 10 წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობა დაიწყო. თუ ჩვენ ვერ ვიპოვით დასაბრუნებელ გზას, იქ შეიძლება, დასაბრუნებელი ადგილი აღარ იყოს. 

P.S. თუ სწორად ვითვლი, 35 შეხვედრა მქონდა, რამდენიმე ინტერვიუ, სამჯერ სირბილი და 5 PCR ტესტი. უკვე ყველაფერს ვალაგებ და ოდნავ ფეხზე ვერ ვდგავარ, მაგრამ რომ დამჭირდეს, ხვალვე შემიძლია ჩემოდნების ჩალაგება და უკან დაბრუნება...

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი კავკასიაში ვიზიტს აჯამებს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა