logo
ENG


ტიკარაძე: ვაკვირდებით, რომ ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში მიმღებლობა და სანდოობა იზრდება
  • 952ნახვები

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებლი - 3 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო კუთვნილი ვაქცინის დოზა, რაც სასიხარულოა. ვაკვირდებით, რომ საზოგადოების მზაობა, მიმღებლობა და სანდოობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში იზრდება, რაც იყო მოსალოდნელია.

მნიშვნელოვანია როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციისთვის მნიშვნელოვან დასტაბილურების მაჩვნებელს და თითოეული ჩვენი მოქალაქეების სოციალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა დღეს გამოიხატება სწორედ ნიღბის ტარებაში, სოციალურ დისტანციაში და ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ჩართულობაში. 

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში დეპუტატების აცრის პროცესს ესწრებოდა. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, 6 მაისის მონაცემებით კი 51 600 ადამიანია აცრილი.



ასევე ნახეთ
close დახურვა