logo
ENG


ივანიშვილი: ქართულმა ოცნებამ პოლიტიკიდან ჩემი გასვლით პიროვნების კულტი დაასრულა
  • 989ნახვები

მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს.

ამ თვალსაზრისით, ქართული ოცნების სრული ანტიპოდია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც ქართულმა ოცნებამ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.

 

 

ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირველი განცხადება გაავრცელა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა