logo
ENG


უილსონი: როცა გხედავთ ათიათასობით თქვენგანს ქუჩაში, გვახსენდება რწმენა საქართველოსადმი
  • 354ნახვები

უამრავი თქვენგანი გახვედით ქუჩაში თქვენი პარლამენტის მიერ, რუსეთისგან შთაგონებული, უცხოური აგენტის შესახებ კანონის განხილვების გასაპროტესტებლად და იმ დროს, როდესაც თქვენ ქუჩაში იდექით, საპარლამენტო დელეგაცია სტუმრობდა ვაშინგტონს ამ კვირაში. ჩვენთან შეხვედრა მათ დაიწყეს იმის აღნიშვნით, რომ სურდათ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის ხორცი შეესხათ, სიტყვა-სიტყვით მას ასე გვითხრეს. ჩვენ ყურებს არ დავუჯერეთ, რადგან, ამ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე, მოსმენილი გვქონდა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა და სრულიად დამზაფვრელი მიმართვა ქართველი ხალხისადმი, სადაც მან მოახდინა დემონიზება და დეჰუმანიზაცია იმ პატრიოტი ქართველების, რომლებიც მუშაობენ საკუთარი ქვეყნისთვის და მან ასევე გასცა დაპირება პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ და იერიში მიიტანა საქართველოს უახლოესი მეგობრებისა და მოკავშირეებისადმი.

ჩვენ ვუთხარით ქართველ პარლამენტარებს, რომ ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. როგორც სენატორმა შაჰინმა, 13 სხვა სენატორთან ერთად, ხაზგასმით აღნიშნა, იქნება შედეგები ბიძინასთვის და მათთვის, ვინც მხარს დაუჭერს ამ რუსული სტილი კანონმდებლობას და მათთვის ყველასთვის, ვინც ხელს შეუშლის ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისადმი.

როცა გხედავთ, ათასობით და ათიათასობით თქვენგანს ქუჩაში, მშვიდობიანად და ხალისით როგორ მართავთ პროტესტს, გვახსენდება ჩვენი ოპტიმიზმი და რწმენა საქართველოსადმი და ასევე, გვახსენდება ის თავდაპირველი მიზანი, რის გამოც თქვენი ქვეყანა ასე შეგვიყვარდა. ქართული სული პოლიციის კორდონის ფეხქვეშ ან ილუზიებში მცხოვრები ერთი კაცის გამოსვლაში კი არა, იმ წყვილში არსებობს, რომელმაც საკუთარი ქორწილი პროტესტის შუაგულში აღნიშნა რუსთაველზე.

აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი, 2007-2009 წლებში იყო ჯორჯ ბუშის სპეციალური თანაშემწე და უშიშროების საბჭოს ევროპის საკითხთა დირექტორი დეიმონ უილსონის მიმართვა ქართველ ხალხს.



ასევე ნახეთ
close დახურვა