logo
ENG


კანდელაკი: ივანიშვილმა ემოციები ვერ შეიკავა - დასავლეთი ღიად დაადანაშაულა
  • 639ნახვები

როცა წარსულს ვუყურებ, ხანდახან ვფიქრობ იმაზე, მეყოფა თუ არა ნებისყოფა გავიაზრო, როგორი ექსპერიმენტი ჩაატარეს ჩვენზე სსრკ-ს დაშლის დროს. 

საქართველო, 80-იანები, ბედნიერი ბავშვობა - საუკეთესო მიწა მსოფლიოში და ყველაზე საუკეთესო ხალხი დედამიწაზე.

90-იანები - შიმშილი, დანაკარგი, სიკვდილი, მიგრაცია. საქართველო - სიღარიბის, განუკითხაობის და კრიმინალის მეფობის სიმბოლო. 

2000-იანების დასაწყისი - მასობრივი არეულობები (ანუ ვარდების რევოლუცია), რომლებიც დასავლური ნიმუშის მიხედვით იყო აგებული. ხელისუფლების ცვლილება, მეზობლებთან კონფლიქტი. ყველაფერი კარგად იქნება, დასავლეთი ჩვენ დაგვეხმარება. ყველაფერი კარგად არ იყო და არც გამხდარა. ნაცვლად ამისა, ქართველები ომში ჩართეს. 

2008 წელი. ომი, მომენტალური დამარცხება, დევნილები, ტერიტორიების დაკარგვა. ისევ ხელისუფლების ცვლილება. აქ უმჯობესი იყო ეთქვათ "სტოპ" და ჩამოსულიყვნენ ამ გიჟური საქანელადან. მაგრამ მეთოჯინეების მიერ აშვებულმა საქანელამ, კვლავ ტრიალი დაიწყო. დატრიალდა მორიგი ომის, სიღარიბისა და სიცივის იმედით. 

მაგრამ ახლა ამაზე ყველაზე მდუმარეებიც ალაპარაკდნენ. მრავალი წელი დუმილში მყოფმა მილიარდერმა და საქართველოს მოქმედი სისტემის შემქმნელმა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ემოციების შეკავება და ღიად დაადანაშაულა დასავლეთი მისწრაფებაში ქართველები საზარბაზნე ხორცად გადააქციონ. მისთვის, ადამიანისთვის, რომელსაც უზარმაზარი სიმდიდრე აქვს, ეს ნაბიჯი, ეს ნაბიჯი უფსკრულს მიღმა გადადგმული ნაბიჯი იყო. მაგრამ ამავდროულად ეს ნიშანია იმის, რომ რუკაზე საქართველოს მომავალი და მისი ხალხის ღირებულებებია დადებული - ოჯახი, რწმენა, ცხოვრების წესი. 

საქართველო ქრისტიანობის ციხესიმაგრეა. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა დაფუძნებულია ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის გასაგებია. ის ყოველთვის იმარჯვებდა ნებისმიერ გარედან თავსმოხვეულ ღირებულებაზე. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ დავრჩებით იმად, რაც ვართ - ერად, და არა წერტილად ევროკავშირის სანადირო ველთა რუკაზე.

წერს კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი.

30 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსული კანონის მხარდამჭერი კონტრაქცია გამართა. აქციაზე სიტყვით ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილიც გამოვიდა. მმართველი პარტიის დამმფუძნებელი გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, მან გამოსვლაში დასავლეთი არაერთხელ გააკრიტიკა და ისევ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა