logo
ENG


სააკაშვილი: ვალდებულებას, ჩამოვიდე ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ
  • 1886ნახვები

იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებსა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია. ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა, რასაც მას უსახავენ, არის ქვეყნიდან გაგდება. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში. გუშინ, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. მმართველი გუნდი უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში და აღნიშნავს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის "კეთილ ნებასა" და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.



ასევე ნახეთ
close დახურვა