logo
ENG


ნაცვლიშვილი IRI-ზე: ეს ადასტურებს, რომ ოცნება ვერ აიღებს 43%-ს, მათი დამარცხება გარდაუვალია
  • 593ნახვები

ეს კვლევა ადასტურებს იმას, რაც ისედაც ნათელია - ხელისუფლება ვერ მოაგროვებს თვითმმართველობის არჩევნებზე შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-ს და ეს გარდაუვლად გამოიწვევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევას, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების.

მოქალაქეთა განწყობები აჩვენებს, რომ ხელისუფლების დამარცხება თვითმმართველობის არჩევნებზე გარდაუვალია, მაგრამ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე და შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანა მივიყვანოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით

განაცხადა ლელო საქართველოსთვის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა IRI-ს კვლევასთან დაკავშირებით. კვლევის მიხედვითაც, მომავალ კვირას რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 26% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა