logo
ENG


ხოშტარია: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში არგადაყვანა შურისძიება და შერჩევითი უკანონობაა
  • 720ნახვები

კარგად მახსოვს პარლამენტში ციხეების მინისტრი თავს რომ იქებდა, სამოქალაქო კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მექანიზმი ავაწყვეთო და სტატისტიკა მოყავდა რამდენი გადაყავდათ ციხიდან. ნახეთ რა ჰუმანურები ვართო.

სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არანაირი პრივილეგია არაა, პირიქით არგადაყვანა არის შერჩევითი უკანონობა და შურისძიება. როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები ეს სირცხვილი დარჩება ქვეყანას ლაქად!

წერს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია facebook-ზე. მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა შიმშილობს. ადვოკატები მის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია.



ასევე ნახეთ
close დახურვა