logo
ENG


ზარქუა: თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია
  • 868ნახვები

თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვან, ჩემთვის მიუღებელია. ჩემთვის მისაღებია ის, რომ გამოვიდეს ნაციონალური მოძრაობა, აღიაროს დანაშაული, მოინანიოს საზოგადოებასთან, ელაპარაკოს ეს არის და ეს. მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს არც მოსახლეობასთან იმიტომ, რომ მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს და აგებს აციონალური მოძრაობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ არ მიიღო სააკაშვილის ის დეფინიცია, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს მიუღებელია ჩემთვის.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო. 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა