logo
ENG


კელი: ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის
იან კელი
12 იან, 2022 01:44
კელი: ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის
  • 495ნახვები

ვფიქრობ, უკრაინელებს შეუძლიათ ისწავლონ ქართველების 2008 წლის გამოცდილებიდან. მნიშვნელოვანია, რომ არ უპასუხოთ პროვოკაციებს. დაიცავით თქვენი ჯარები აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ არ გადახვიდეთ თავდასხმაზე.

მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება.

ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის.

განაცხადა აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. [ამერიკის ხმის თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა