logo
ENG


ლაშა ბუღაძე: უკრაინის დეკლარირებული მხარდაჭერა საქართველოს უფრო სჭირდება
ლაშა ბუღაძე
01 თებ, 2022 19:49
ლაშა ბუღაძე: უკრაინის დეკლარირებული მხარდაჭერა საქართველოს უფრო სჭირდება
  • 518ნახვები

უკრაინის დეკლარირებული მხარდაჭერა საქართველოს უფრო სჭირდება, ვიდრე ამ დიდ ქვეყანას, რომელსაც ისედაც, უჩვენოდაც იცავს დასავლეთი. აქ თავმოყვარეობის გარდა ისტორიული პრაგმატულობის პრობლემაც გვიდგას: როცა პუტინიზმი საბოლოოდ დეგრადირდება და ამ მრავალწლიანი პოსტ-საბჭოთა გვირაბიდან გავალთ, ჩვენ არა გამარჯვებულებთან და უკეთესებთან, არამედ წარუმატებლებთან და სამარცხვინოებთან ერთად აღმოვჩნდებით. და ამის საფასური ჩვენი მიეთ-მოეთი და არაადეკვატურობა იქნება.

ერთხელ უკვე ძალიან ძვირად დაგვიჯდა ეპოქალური არაადეკვატურობა - როცა ერთმანეთი ვხოცეთ 1991 წელს, იმის მაგივრად, რომ ახალი ევროპული ქვეყნის მოდელის კონსტრუირებაზე დაგვეწყო ფიქრი... (თუმცა, აბა, ვის უნდა დაეწყო?)

ახლაც გარდამავალი - თუ იქნებ გარდამტეხი - ეპოქაა და ჩვენ კი რაზე ვდავობთ პარლამენტში: რომ ოლიგარქს უხერხულობა არ შეექმნას ვლადიმერ პუტინთან? ეს მისი პრობლემაა და არა საქართველ

ამბობს მწერალი ლაშა ბუღაძე. 

დღეს, 1-ლ თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა