რუსულ პროპაგანდის დონეს ხშირად ადარებენ მეორე მსოფლიო ომისას გებელსის პროპაგანდას. მაგრამ ჩემი აზრით, ეს მას აჭარბებს, რადგან მეორე მსოფლიო ომში არ იყო ინტერნეტი და ინფორმაციასთან ისეთი წვდომა, როგორიც ახლაა.
ახლა ყველას შეუძლია ომის დანაშაულების დანახვა - მაგალითად იმის, რაც რუსებმა ბუჩაში ჩაიდინეს, სადაც მოქალაქეების ცხედრები შეკრული ხელებით უბრალოდ ქუჩაში იწვნენ.
თუმცა პრობლემა ისაა, რომ რუსებს, იმისთვის, რომ უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი, არ სურთ იმის დანახვა, რასაც მთელი მსოფლიო ხედავს. ბოლოს და ბოლოს, უფრო მარტივია თქვა: „ყველაფერი გაყალბებულია“ და წახვიდე და ყავა დალიო, ვიდრე წაიკითხო ამბავი იმ კონკრეტულ ადამიანზე, ვინც დაიღუპა და მის მგლოვიარე ნათესავებსა და მეგობრებს შეხედო.
მაგალითად, წაიკითხო ბუჩას ერთ-ერთი მსხვერპლის, ქალის, სახელად ტატიანას ამბავი, ვინც რუსული ტყვიებით დაცხრილეს და მისი ქმარი, ვინც ოკუპანტებს [ცოლის] ცხედრის წაღება სთხოვა, სცემეს და გაკოჭეს.
როგორ დავანახოთ რუსებს ეს? მე უფრო და უფრო ვიხრები იმ აზრისკენ, რომ სამწუხაროდ, ვერ დავანახებთ, მათ ბრმად სწამთ. მათ არ სურთ, რომ გაიგონ და დაინახონ. მე მათ აღარ მივმართავ.
უკრაინისთვის ახლა მთავარია, დანარჩენმა სამყარომ მოგვისმინოს და დაგვინახოს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ომი არ გახდეს "ყოფითი", რათა ჩვენი მსხვერპლი არ იქცეს სტატისტიკად. ამიტომაა, რომ ადამიანებთან კონტაქტს უცხოური მედიის საშუალებით ვამყარებ.
არ მიეჩვიოთ ჩვენს გლოვას.
განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ CNN-თან ინტერვიუში.